07, მარტი 2019 17:10:00
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ავარიული ძეგლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ზვიად გამსახურდიას 39 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანს, რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები ასევე, სადარბაზოს კიბეებისა და სახურავის განახლებას მოიცავს. პროექტის ღირებულება 34 ათას ლარს შეადგენს.